მარიამ კობიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს და თავდაცვის ძალების, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, ზურაბ ხვიჩიას შეხვდა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს და თავდაცვის ძალების, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, ზურაბ ხვიჩიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო ბაზებზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი რეკრუტებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროცესი და მათი პროფესიულ გარემოში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ამასთანავე, მხარეებმა რეკრუტების საჭიროებებზე და სასწავლო პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2018 წლიდან სამხედრო ბაზებზე რეკრუტებს სახელმწიფო ენას ასწავლის.