ექიმმა გულის ოპერაციაზე მარტო მყოფი 5 წლის პაციენტი იშვილა

უცხოური მედიის ინფორმაციით, პედიატრიულმა ანესთეზიოლოგმა, ემი ბითმა, 5 წლის ბიჭი, სახელად ტრუ, იშვილა, რომელიც გულის ოპერაციისთვის საავადმყოფოში უფროსების გარეშე მივიდა.

გავრცელებული ცნობით, ტრუ მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. მისი სოციალური მუშაკი COVID-19-ით იყო ინფიცირებული და სწორედ ამიტომ ვერ შეძლო ბავშვთან ყოფნა ოპერაციის დღეს. შედეგად, მცირეწლოვანი პაციენტი საავადმყოფოში სრულიად მარტო აღმოჩნდა.

მედიის ინფორმაციით, ექიმი ემი ბითი ბავშვს პალატაში შეხვდა და მისი მდგომარეობა მძიმე აღმოჩნდა არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ სოციალური კუთხითაც. ტრუს თანდაყოლილი გულის დაავადება ჰქონდა და მანამდე ჩატარებული ღია გულის ოპერაციის შემდეგ გართულებებს ებრძოდა.

“ის სრულიად მარტო იჯდა. გამაოგნა, რომ ასეთ პატარა ბავშვს გულის ოპერაციას უკეთებდნენ და გვერდით არავინ ჰყავდა“, – ციტირებს მედია ექიმის სიტყვებს.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, ემი ბითი ბავშვის ისტორიით დაინტერესდა და სოციალური სამსახურისგან შეიტყო, რომ ტრუს რთული წარსული ჰქონდა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისთვის მუდმივი ოჯახის პოვნა გართულებული იყო.

ცნობების თანახმად, ოპერაციიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ტრუ უკვე ემი ბითთან და მის მეუღლესთან, რაიანთან, ცხოვრობდა. წყვილს მანამდე უკვე ჰყავდა სამი ბიოლოგიური შვილი და რამდენიმე აყვანილი ბავშვი.

ამჟამად ოჯახში რვა ბავშვი იზრდება, მათ შორის ტრუს უფროსი და. გავრცელებული ინფორმაციით, ტრუს სხვა ბიოლოგიური და-ძმებიც წყვილის მეგობარმა სხვადასხვა ოჯახმა იშვილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები