ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მასშტაბით რუსული სახელმწიფო ტელეარხების აკრძალვას ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, აკრძალოს ყველა რუსული სახელმწიფო ტელეარხი და პროპაგანდისტი.
„არცერთი რუსი პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არცერთ რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებას არ უნდა მიეცეს უფლება გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.