მიხეილ სარჯველაძე: არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომ სააკაშვილს ისეთი სამკურნალო პროცედურა სჭირდება, რომელიც საქართველოში ხელმიუწვდომელია, წარმოდგენილი არ ყოფილა – მომდევნო ეტაპები ექსპერტის დასკვნის მიხედვით დაიგეგმება

„არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა სჭირდება, რომელიც საქართველოში ხელმიუწვდომელია და მისი განხორციელება მხოლოდ უცხოეთშია შესაძლებელი, წარმოდგენილი არ ყოფილა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო ეტაპები ექსპერტის დასკვნის მიხედვით დაიგეგმება.

“ასეთ პირობებში, რეალურად, სამართლებრივად ვარგისი არგუმენტი რაიმე გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლის შედეგადაც სააკაშვილს გადაუვადდება ან გათავისუფლდება სასჯელის მოხდისგან, წარმოდგენილი არ გახლავთ. ექსპერტი, რომელიც საქართველოშია ჩამოსული, გასინჯავს, დასკვნას დადებს და დასკვნის მიხედვით დაიგეგმება მომდევნო ეტაპები, თუმცა, ამ შემთხვევაში, არ მგონია, გამოიკვეთოს რაიმე ობიექტური საჭიროება, რომელმაც შეიძლება ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვა განაპირობოს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები