რატი იონათამიშვილი: ვენეციის კომისიის განცხადებაში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა

“ვენეციის კომისიის განცხადებაში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რაც უხერხულობას იწვევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ე.წ.მოსმენების კანონზე ვენეციის კომისიის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ნაჩქარევს ვერ დავარქმევთ იმას, რა პროცესიც თვეების მანძილზე მიმდინარეობდა პარლამენტში. როცა საუბარია, რომ პროცესში პოლიტიკური აქტორები არ იყვნენ ჩართულნი, ესეც უხერხული ჩანართია, რადგან ჩვენ გვახსოვს, მეორე მოსმენის დროს არცერთი კითხვა არ დაუსვამს არცერთ ოპონენტს და მათ არც პოლიტიკური გამოსვლებით უსარგებლიათ. ჩვენ პირველიდან მეორე მოსმენამდე ორკვირიანი ტაიმაუტი ავიღეთ და ოპონენტებს შევთავაზეთ, წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები, სად და როგორ უარესდებოდა რომელიმე ნორმა და რომელი ნორმა არ მოდიოდა ევროპულ სტანდარტებთან. მათ მსგავსი ვერაფერი წარმოადგინეს. ასევე, კონსულტაციები იყო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სამართლებრივი წინააღმდეგობა არც ამ შემთხვევაში დაფიქსირებულა, არც ერთი კრიტიკული წინადადება არ გამოთქმულა. დღემდე არ მოგვისმენია, ეს ცვლილებები რომელ სტანდარტს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები