მეუფე იაკობი: “ნაცმოძრაობის“ ნარატივში ჩაბმას არ ვაპირებ

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადება, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებამდე 4-5 თვით ადრე გოგაშვილს შეხვედრაზე უთხრა, რომ მისი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ჩაბმას არ ვაპირებ. მასეთი საუბარი არ მქონია, ტყუილია. შეხვედრა ბევრჯერ მქონდა. შვილიშვილის ნათლია ვიყავი და ხშირად ვხვდებოდი. თანამდებობაზე რომ იყო და მერეც“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები