რატი იონათამიშვილი: საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობა

საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ქალბატონმა აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წარმომადგენლების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის დღევანდელ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.

იონათამიშვილის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ მხოლოდ 41-ე დღეს განაცხადეს მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ფალსიფიკაციას მიაგნო და ამის შესახებ საზოგადოებას არგუმენტები წარუდგინა.

„ამის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებული იყო, ამ შეცდომაზე ესაუბრა, რომელიც გარკვეული გარემოებების შემდეგ საეჭვო გახდა, რომ ეს იყო შეგნებული და არა – მექანიკური.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მათ წერილებზე კონკრეტულ კომენტარებს ვერ გავაკეთებთ, ვინაიდან ეს საკომუნიკაციო ფორმა ჩვენ არ აგვირჩევია და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უკვე არსებულ საკომუნიკაციო ფორმატებში ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები