გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის საელჩო, პრაქტიკულად, სცილდება თავის ფუნქციებს და შესაძლოა, წავიდეს იმაზე მძიმე ნაბიჯებზე, ვიდრე ეს არის გაყალბებული ორგანიზაციების მხარდაჭერა

აქამდე აშშ-ის საელჩო ფორმალურად მაინც ინარჩუნებდა ნეიტრალური არბიტრის როლს და ისე მოქმედებდა, ახლა უკვე, სამწუხაროდ, ის გახდა მხარე თავისი განცხადებებით, სადაც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის საელჩო, პრაქტიკულად, სცილდება თავის ფუნქციებს და შესაძლოა, წავიდეს იმაზე მძიმე ნაბიჯებზე, ვიდრე ეს არის გაყალბებული ორგანიზაციების მხარდაჭერა და სხვა.

„აქამდე აშშ-ის საელჩო ფორმალურად მაინც ინარჩუნებდა ნეიტრალური არბიტრის როლს და ისე მოქმედებდა, ახლა უკვე, სამწუხაროდ, ის გახდა მხარე თავისი განცხადებებით, სადაც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
როდესაც საუბრობს არა 20 ივნისის ღამეზე საერთოდ, არამედ – ე.წ. გავრილოვის ღამეზე, როგორც რადიკალური ოპოზიცია და არ ახსენებს შტურმს, რომელიც, მაგალითად, კონგრესში არის დასჯადი.
საელჩომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც, პრაქტიკულად, მოუწოდებდნენ საზოგადოებას სცენიდან, რომ მომხდარიყო უკანონოდ შეცვლა საქართველოს ხელისუფლების.
რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობდა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს და სამწუხაროდ, ამ არასამთავრობო სექტორის მაკოორდინებელი გამოჩნდა, რომ იყო და არის შეერთებული შტატების საელჩო.
საელჩო ერევა ისეთ პროცესებში, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მედიასაშუალებების მიმართ. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საელჩო, პრაქტიკულად, სცილდება იმ ფუნქციებს, რაც არის მისი ფუნქცია. როგორც ჩანს, საელჩო შეიძლება, წავიდეს იმაზე მძიმე ნაბიჯებზე, ვიდრე ეს არის მხარდაჭერა გაყალბებული ორგანიზაციების და ა.შ.“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები