რუსეთის ფედერაციამ უამრავი პრობლემა შეუქმნა უკრაინას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს, მაგრამ მისი შეტევისგან ყველაზე მეტად თავად აგრესორი ქვეყანა დაზარალდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ევროპისა და მსოფლიოსთვის ბევრი პრობლემა, კრიზისი და კატასტროფა შექმნა, მაგრამ ყველაზე დიდ დანაკარგს თავად განიცდის. თავად არის ტერორისტული სახელმწიფო, „ტიტანიკი“ აისბერგთან 24 თებერვალს მივიდა, ცდილობდნენ დარჩენას უკრაინაში, მაგრამ არ გამოუვათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ზეწოლას მოახდენს აგრესორ სახელმწიფოზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ფრონტის ხაზზე, პოლიტიკურ ველზე, ეკონომიკურ და საინფორმაციო სფეროში.
მანვე დასძინა, რომ უკრაინის ქალაქების ყველა დაბომბვისთვის რუსეთი პასუხს აგებს.