საბა სამადაშვილმა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა საბა სამადაშვილმა (66 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი ორაბოევი იპონით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ჩემპიონი დავით ქარელი გახდა (60 კგ). მან ფინალში ფრანგ კელვინ რაის ულამაზესი გდებით იპონით სძლია.