სალომე ზურაბიშვილი: საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში, ქალაქ ჩაპლინეს რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის საშინელი თავდასხმა და ბარბაროსული ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ვგლოვობ ტრაგიკულად დაკარგულ სიცოცხლეებს. საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“, -წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები