ვიქტორ ორბანი: არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება – ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში მონაწილეობა მიიღონ

“არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰელიში, „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში ჩაერთონ.

„ევროკავშირმა ომის ეკონომიკაზე გადასვლა გამოაცხადა, ამიტომ 2026-2030 წლების პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება. 2026 წელი ომამდე ბოლო არჩევნებია, ამიტომ ჩვენ ომის საწინააღმდეგო მიტინგებს ვატარებთ. ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში. სწორედ ამიტომ არის ბრიუსელი ჩვენი მთავარი ოპონენტი და არა – პარტია „ტისა“, რომელსაც 27 წევრი ჰყავს“, – განაცხადა ორბანმა.

წყარო: imedinews

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები