თენგიზ შარმანაშვილი: ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით

“ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,
საქართველო მთავარი არტილერიაა, საიდანაც ევროპა თავის ბენეფიტებს მიიღებს.

„რეალობის ჩარჩოებიდან იმდენად გავიდნენ და იმდენად მოჭარბებული მიზანი ჰქონდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკანონიერი მეთოდებით დაემხოთ, გეოგრაფიულ რეალობასაც დაანებეს თავი – შავ ზღვაზე გასასვლელი მხოლოდ საქართველოს რომ აქვს, ამას თავი დაანებეს. შავი ზღვის თაობაზე რაღაც შეკრებებს იწვევდნენ, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ვისაც გასასვლელი აქვს, საქართველოს, არ იწვევდნენ. კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს და ამბობდნენ, რომ ლიდერები ვართ, მაგრამ როგორ უნდა მოქცეოდნენ საქართველოს, ამაზე შემდეგ სხვა რამეს ამბობდნენ. თუ ეს ევრობიუროკრატიის შემობრუნებაა, რომ დაინახეს, გეოგრაფიულად საქართველო შავ ზღვაზეა ნამდვილად და ალბათ, რუკებიც შეიძინეს, ეს კარგია. როცა ევროკავშირს დასჭირდა და მათი ეკონომიკა კრახისკენ წავიდა, ისეთ ქვეყნებში ჩავიდა, რის გამოც ჩვენ გვამუნათებდნენ, იქ რა გინდათო – ჩინეთში, ინდოეთში ჩავიდნენ და ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის სტრატეგია დადეს. შუა დერეფანი საქართველოდან აფრიკადამ ხომ არ მიდის? – ევროპის მიმართულებით წავა, რადგან შავ ზღვას რომ გადაკვეთ, ევროპაში შედიხარ. საქართველო მთავარი არტილერიაა, საიდანაც ევროპა თავის ბენეფიტებს მიიღებს. ამიტომ, ამის ბლოკირება მათი ეკონომიკის ბლოკირებას ნიშნავდა. წლების განმავლობაში იმას ვეუბნებოდით, რომ ევროპას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უნდა გაეთვალისწინებინა, მათ შორის ქვეყნის შედეგები“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები