ნორვეგიელი დიპლომატი მონა იული ეპშტეინთან კავშირების გამო თანამდებობას ტოვებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გავლენიანი ელჩი მონა იული, სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო თანამდებობას დატოვებს.
Reuters-ის ინფორმაციით, სამინისტრომ იული დროებით ჩამოაშორა იორდანიასა და ერაყში ელჩის პოსტს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მისი კავშირები ჯეფრი ეპშტეინთან გამოვლინდა.
სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული საქმის ფონზე რთულია იმ ნდობის აღდგენა, რომელსაც ასეთი თანამდებობა მოითხოვს.
66 წლის იული მსახურობდა როგორც ნორვეგიის ელჩი ისრაელში, დიდ ბრიტანეთსა და გაეროში.