თამარ იოსელიანი: „საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია”

„საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც ცალსახად განპირობებულია საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკით” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა სტატისტიკური მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოს აეროპორტები 600 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტს აჭარბებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეკორდული იყო ამავე პერიოდში განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა, რომელიც ასევე 16 პროცენტით არის გაზრდილი. მისი შეფასებით, ხაზგასმით აღსანიშნავია საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც, რომელიც ასევე რეკორდულია, რადგან დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.

„ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორში ყველა მიმართულებით რეკორდული წელი გვქონდა, ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წლის პირველივე თვეში და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო თვეებიც რეკორდული იქნება” – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები