“თბილისის დროით “სუპერ ბოული” 9 თებერვალს, გამთენიისას იწყება” – საქართველოში აშშ-ის საელჩო

“აშშ-ის საფეხბურთო ლიგის ფინალი, “სუპერ ბოული” ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიებაა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

საელჩოს ცნობით, წელს საიუბილეო – მე-60 “სუპერ ბოულში” ერთმანეთს ნიუ ინგლანდის პატრიოტები და სიეტლის სიჰოქები დაუპირისპირდებიან.

“თბილისის დროით “სუპერ ბოული” 9 თებერვალს, გამთენიისას იწყება. თუ მეგობრებთან ერთად ღონისძიების პირდაპირ ეთერში ყურება გსურთ, საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ღონისძიებას შეგიძლიათ,  დაესწროთ სპორტ კაფე “მარაკანა”-ში დილის სამი საათიდან”, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები