ნინო რეხვიაშვილის ფილმი სულხან-საბა ორბელიანზე, ბაია გრიგოლიას „ავე მარია“ და… ვიზიტი რომში
გამომცემელი ნინო რეხვიაშვილი იღებს შემეცნებით-დოკუმენტურ ფილმს სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებაზე. ამ მიზნით გადამღები ჯგუფი და ხელოვანები რომს სტუმრობენ. საოპერო მომღერალი ბაია გრიგოლია ამ ფაქტის შესახებ სტატუსს აქვეყნებს, იგი წერს, რომ ნინო რეხვიაშვილის შემეცნებით-დოკუმენტურ ფილმში „სულხან-საბა“ ასრულებს ვიტალინის „ავე მარიას“ (კონცერტმაისტერი მაყვალა ხორბალაძე).
„2026 წლის 7 თებერვალი. მემორანდუმი რომში ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთსა” და „ნინო რეხვიაშვილის გამომცემლობას“ შორის (ბეგლარ თავართქილაძე, ნინო რეხვიაშვილი), რომლის თანახმად ქართველთა სათვისტომო „კოლხეთს” გადაეცა უფლებამოსილება, ნინო რეხვიაშვილის მიერ გადაღებული საგანმანათლებლო-დოკუმენტური ფილმები: „მოჭირნახულე ერისა“ და „ექვთიმე – ცხოვრების წესი“ აჩვენოს არა მარტო იტალიის ტერიტორიაზე და სხვა ქალაქებში არსებულ ქართველ სათვისტომოებს, არამედ, იტალიის სხვადასხვა დაწესებულებას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ქართული ტექსტი იტალიურად თარგმნოს.
ფილმში „მოჭირნახულე ერისა“ ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ამსახველი კადრებია.
მე ვასრულებ ილიას ლექსზე ზაქარია ფალიაშვილის .სიმღერას „რისთვის მიყვარხარ“.
მადლობა ქალბატონ ნინო რეხვიაშვილს, ამ ფილმების სულისჩამდგმელს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, შემეცნებით-დოკუმენტურ ფილმებში – ვაჟა, ილია, აკაკი და ახლა უკვე სულხან – საბაში მიმეღო მონაწილეობა და მცირედი წვლილი შემეტანა ამ დიდ და ეროვნულ საქმეში“, – წერს ბაია გრიგოლია.