ევროპის საბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ეპშტეინის საქმის გამო, იმუნიტეტი ჩამოერთვა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეპშტეინის სკანდალში ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევროპის საბჭოს (CoE) ყოფილი გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის სახელის ხსენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ეპშტეინის საქმის ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტების საფუძველზე, ნორვეგიის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი დანაშაულის გამოძიების ეროვნულმა ორგანომ იაგლანდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადაწყვიტა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ იაგლანდს ჩამოერთვას იმუნიტეტი, რომლითაც ის ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის თანამდებობაზე სარგებლობს.
ზოგიერთი ცნობით, ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივნისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ რეზოლუციის პროექტის შეტანა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში იგეგმება, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.