“ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, მას ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით და პარტნიორებიც ვიქნებით” – გურამ მაჭარაშვილი
“ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, მას ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით და პარტნიორებიც ვიქნებით”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო რეგიონში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე იყო.
„საქართველოს ინტერესებს არც ხელის ჩამორთმევაში გავცვლით, არც ვიზიტებში, არც „დიფ სთეითის“ ფილიალის მსგავსად ცალ ფეხზე არ დავდგებით. ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, მას ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით და პარტნიორებიც ვიქნებით. ყველა ქვეყანას თავისი დღის წესრიგი აქვს. საქართველო რეგიონში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე იყო. ეს აღიარეს ევროკავშირსა და ამერიკის ადმინისტრაციაში, რომ დიდი რისკი იყო, უკრაინის შემდეგ ომი საქართველოში დაწყებულიყო. მხოლოდ საქართველოზე იყო საუბარი. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა იყო, ქვეყანაში ომი არ ყოფილიყო. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, აქ ომი მომხდარიყო და რომელიმე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოსულიყო. წელიწადია, ამერიკა-საქართველოს შორის ინფორმაციების გაცვლა ხდება, უკვე ჯერი ამერიკაზეა, რადგან ყველაფერს ვაკეთებდით იქამდე, რა პოლიტიკითაც ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა.
იმედია, ურთიერთობების გადატვირთვაზე გარკვეული ჯგუფები შეიქმნება. ვნახოთ, მომავალი როგორი იქნება. ჩვენ ყველასთან პარტნიორობა გვინდა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო მდივანი განცხადებას აკეთებს, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო დღევანდელი ადმინისტრაციის მიმართ. წარმოგიდგენიათ, საქართველოსთან მიმართებით როგორი იქნებოდა, როცა თავისი ქვეყნის ოპოზიციის მიმართ ასეთი ნეგატივი ჰქონდა? რუბიოს განცხადებას ანტიამერიკულს რატომ არ უწოდებენ? ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ წინა ადმინისტრაცია ანტიქართულ განცხადებებს აკეთებდა და სიმართლის მხარეს არ იყო, იმაზე თქვენ ამბობდით, ეს პოზიცია ანტიამერიკული იყოო. რუბიოს განცხადება ანტიამერიკულია? – თქვენი ველია, არაფერი მოისმინოთ და ისე ისაუბროთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.