გაპიონგის რაიონში, ავიაწვრთნის დროს, სამხრეთ კორეის არმიის AH-1S Cobra ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა,- ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენი დილით, დაახლოებით 11:00 საათზე, ავრიული დაშვების პროცედურების სწავლების დროს ჩამოვარდა.
შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
თავდაპირველად ეკიპაჟის წევრები ახლო საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა შემდეგ სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე დაზიანებების გამო გარდაიცვალნენ.
სამხრეთ კორეის სამხედრო ხელმძღვანელობამ ყველა AH-1S ტიპის ვერტმფრენის ფრენა დროებით შეწყვიტა და ავარიის მიზეზების დასადგენად საგანგებო ჯგუფი შექმნა.