გივი მიქანაძე: საარჩევნო ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრამდე მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრამდე მოხდება.

“საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირ-ისა და ვენეციის კომისიის დასკვნების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინეს. კერძოდ, რეკომენდაციები ეხება იმას, თუ რა მიმართულებით არის განხორციელებული ცვლილებები და რა უნდა გაკეთდეს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შესაძლებლობა გაჩნდება, რომ იურიდიული კომიტეტის აპარატმა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაიწყოს, რომელსაც ორი კვირა დასჭირდება. სექტემბრის შუა რიცხვებში, ცვლილებების ინიცირებამდე იქნება ბოლო სამუშაო შეხვედრა, სადაც რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განვიხილავთ და 21 სექტემბრამდე მოხდება ცვლილებების ინიცირება”, – აცხადებს მიქანაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები