საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  პოპულარული პორტუგალიური გამოცემის – Diario de Noticias-ის ერთ-ერთ რედაქტორს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  პოპულარული პორტუგალიური გამოცემის , Diario de Noticias-ის ერთ-ერთ რედაქტორს მასპინძლობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ლეონიდიუ პაულუ ფერეირა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ყოველდღიური მაღალრეიტინგული გამოცემისთვის რამდენიმე სტატიას მოამზადებს.

“პრესტურის ფარგლებში,  Diario de Noticias-ის რედაქტორმა უკვე დაათვალიერა თბილისი, ეწვია ღვინის მუზეუმს,  მცხეთას, წინანდალს, ნაფარეულს, სიღნაღს, უფლისციხეს.  ლეონიდიუ პაულუ ფერეირა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე თეთრას მღვიმეს, პალიასტომის ტბას და ბათუმს მოინახულებს. Diario de Noticias-ის რედაქტორი პორტუგალიელ მკითხველს ქართულ კულტურას, ღვინოს, კულინარიას, საზღვაო კურორტებსა და ბუნებას გააცნობს.  პრესტურის მონაწილეთა შერჩევის  პროცესში ჩართული იყო პორტუგალიაში საქართველოს საელჩო.

პრესტურის მიზანი პორტუგალიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლდება და პორტუგალიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვაა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები