ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა

კოდორის ხეობის სოფელ აჟარას ყოფილი გამგებელი და ყოფილი პარლამენტარის, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს:

„ქეთევანის გზა გამოვლილი ნორაჩკა მონაზვნად აღიკვეცა!გილოცავ დედაო ქეთევან!!!ასი წელი არ მოგვაკლოს ღმერთმა შენი ლოცვა!!! დიდება ღმერთს!!!“, – წერს ემზარ კვიციანი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები