ოთარ შამუგია: ბორჯომში ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი.

„სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები, შსს, ასევე სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი არის ჩართული პროცესში. მობილიზებულია ას ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე ვერტმფრენებია ჩართული. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს.

ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია. რაც შეეხება მოსახლეობას, ამ ეტაპზე მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები