თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია იფრენს

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია იფრენს”,- ამის შესახებ ინფორმაციას “ტავ ჯორჯია” ავრცელებს.

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – Southwind Airlines-მა თბილისიდან ანტალიის მიმართულებით დღეს პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა.

“ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას, 25 სექტემბრამდე, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

დღეისათვის, ანტალიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Pegasus-ი კვირაში 5 სიხშირით ასრულებს, ხოლო სექტემბერში – კვირაში 6 რეისს შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები