პატიმრის დედა: მეუბნებიან, რომ ჩემს შვილს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის დაზიანება

ოჯახის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

პატიმრის დედის, ნათია შენგელის თქმით, დროებით პატიმრობაში მყოფი მისი შვილი გლდანის ციხიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დღეს განუცხადეს, რომ მის შვილს ჭრილობა აღენიშნება.

„ფსიქიატრიულ ცენტრში გადმოუყვანიათ. ვიფიქრე, რომ კარგია, რადგან ფსიქიატრიულშია. გუშინ ფანჯრიდან დავინახე, მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მოვედი დღეს დილით და მითხრეს, რომ მას აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის დაზიანება. როცა მოვედი ოპერაცია ტარდებოდა. გამაგებინეთ, როგორ მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ ისროლა? ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან ისევ ციხეში გადაეყვანათ. ჩათვალეს, რომ ბიჭი ერთ დღეში გამოკეთდებოდა. ის არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისათვის, რომ ციხეში გადაეყვანათ“, – განაცხადა პატიმრის დედამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები