“ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს”

“ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს”,- ამის შესახებ “კვირას” სუს-ში განუცხადეს.

როგორც “კვირას” უწყებაში უთხრეს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა ფაქტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განიხილება.

“სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია წარმოადგენს 2021 წელს დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას.

“უკანონო ე.წ. ბოდერიზაციის აღნიშნულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს”,- განუცხადეს “კვირას” უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები