პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის რომან ემინოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის მცხოვრები იყო და პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან.

„პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები