გივი მიქანაძემ ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ევროკავშირის მიერ იყალთოში ორგანიზებული ევროპული სკოლის ახალგაზრდული ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) 14-დან 18 წლამდე 100 ახალგაზრდა. ორკვირიანი ბანაკის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, ქალაქ თელავის მერის მოადგილე ფიქრია უშიტაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და სხვადასხვა უწყებების ოფიციალური წარმომადგენლები.

გივი მიქანაძემ საზაფხულო ბანაკში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართა და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პოლიტიკას, რომლის პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა. მან ასევე ისაუბრა კულტურათაშორისი დიალოგის, კავშირების და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გივი მიქანაძე მიესალმა სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივას ხელი შეუწყოს მსგავსი ბანაკების ორგანიზებას და სამომავლოდ პოლიტიკური მხარდაჭერის მზაობა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები