მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეწვია

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ესტუმრა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით თამაზაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დავით თამაზაშვილმა სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები