დონეცკის ოლქის ტერიტორიის 45%-ს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, – განაცხადა დონეცკის სამხარეო სამოქალაქო – სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ.
„რუსები იმედოვნებდნენ, რომ 9 მაისს დაიკავებდნენ ლუგანსკის ოლქს, ივნისში კი დონბასს. და, შეგახსენებთ, რომ მაისში მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდებაზე საუბარი არც კი ყოფილა. ბევრი კომპონენტია იმაში, რომ რუსებმა ვერ განახორციელეს თავიანთი გეგმები. არმია, განვითარებული მძლავრი თავდაცვის ხაზი და პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი – არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ რეგიონის ტერიტორიის 45%,“ – განაცხადა კირილენკომ.