თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთასვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადმოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთასვლელისგამოსაყვანად.

„დაშავებული მთასვლელებისინფორმაციით, სამივე მთასვლელისაკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ შესახვედრად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი, სრული სამთო აღჭურვილობით, ქვეითად მოძრაობს.

სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების მაშველები მონაწილეობენ“, – აღნიშნულია გავრცლებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები