“კურიერის” ინფორმაციით, ახალი სახალხო დამცველი სავარაუდოდ სოფიო ხორგუანი იქნება
საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ სოფიო ხორგუანი იქნება. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება.
საერთო ჯამში, ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.