გივი მიქანაძე საქართველოში ახალგაზრდების სოციალური სტარტაპების საქმიანობას გაეცნო
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე მარნეულში, რუსთავსა და თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და Mercy Corps-ის მიერ განხორციელებული ახალგაზრდების სოციალური სტარტაპების მხარდაჭერით დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობასა და შედეგებს გაეცნო.
ვიზიტში სომხეთის სოციალური საწარმოების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას და ახალგაზრდა ქართველ მეწარმეთა გამოცდილებას ეცნობიან.
სოციალური სტარტაპების მხარდაჭერა ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ევროკავშირის ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) ინიციატივის ფარგლებში, Mercy Corps-ის მიერ განხორციელებული პროექტის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ ორგანიზებით განხორციელდა.