შვეიცარია უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

შვეიცარია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალ პარტიას გადასცემს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იგნაციო კასისმა განაცხადა.

“დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას. შვეიცარია, ამ კვირაშია, 100 ტონა ტვირთს გზავნის, სამედიცინო და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ჩათვლით”, – დაწერა კასისმა “ტვიტერზე”.

მისი თქმით, მარტიდან ქვეყანამ უკრაინას უკვე 5,3 ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები