კონგრესმენი გრეგ სტიუბი: გასაკვირი არ არის, რომ მოსამართლე, რომელმაც ხელი მოაწერა ტრამპის სახლის ჩხრეკის ორდერს, ობამასა და „დემოკრატების“ მხარდამჭერია

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, გრეგ სტიუბის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში სამართალდამცველების რეიდი არა მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მთავარ კონკურენტზე პოლიტიკური თავდასხმაა.

„რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ მოსამართლე, რომელმაც ხელი მოაწერა ტრამპის სახლის ჩხრეკის ორდერს, ობამასა და „დემოკრატების“ მხარდამჭერია. ტოტალიტარულ რეჟიმში შევედით ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად, რომელიც კონსერვატორებისთვის ომის გამოცხადებას აპირებს“, – განაცხადა კონგრესმენმა.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები