FBI-მ ტრამპის პალმ-ბიჩის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

აღნიშნული მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აწარმოებს და  ფლორიდის სახლში საპრეზიდენტო ოფიციალური დოკუმენტების გადატანას უკავშირდება, მათ შორის საუბარია, შესაძლო საიდუმლო ჩანაწერებზე, წერს CNN-ი.

როგორც მედიას სანდო წყარომ უამბო, ჩხრეკის მომენტში ტრამპი ნიუ-იორკში იმყოფებოდა. მან თქვა, რომ ბიუროს თანამშრომლებმა მისი “სეიფიც კი გატეხეს”.

“ჩემი შესანიშნავი სახლი პალმ-ბიჩზე მარ-ა-ლაგო, ამჟამად ალყაშია, იქ დარბევაა და ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტების მცირე ჯგუფის მიერ არის ოკუპირებული. შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის და მუშაობის შემდეგ, ჩემს სახლში ჩხრეკა არ იყო აუცილებელი, და აღნიშნული უადგილოა”, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ჩხრეკასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ტრამპი, 2021 წლის თეთრი სახლის დატოვების შემდეგ პალმ-ბიჩზე დაბრუნდა, სადაც ზაფხულს ატარებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის მიერ ფლორიდაში ჩანაწერების გადაადგილებასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება აპრილში დაიწყო.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციამ აცნობა კონგრესს, რომ ტრამპის ფლორიდის სახლიდან თეთრი სახლის დოკუმენტების, დაახლოებით 15 ყუთი დააბრუნა, მათი ნაწილი საიდუმლო მასალას შეიცავდა.

ტრამპმა კი განაცხადა, რომ დათანხმდა ზოგიერთი ჩანაწერის დაბრუნებას და მას “ნორმალური და რუტინული პროცესი” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები