პოლონეთის სკოლები 200-300 ათასი უკრაინელი ბავშვების მისაღებად არიან მზად – განათლების მინისტრი

პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა განაცხადა, რომ პოლონეთის სკოლები, სექტემბრიდან, 200-300 ათასი უკრაინელი ბავშვის მისაღებად არის მზად.

ამის შესახებ მან „პოლონურ რადიოს“ განუცხადა.

პოლონელი მინისტრის თქმით, ქვეყანაში, დაახლოებით სკოლის ასაკის 700 -800 ათასამდე უკრაინელი ბავშვი იმყოფება, თუმცა მათგან, დაახლოებით 500-600 ათასი უკრაინის სკოლებში დისტანციურად სწავლობს.

გასულ კვირას, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა თქვა, რომ უკრაინელი ბავშვები იმ ქვეყნის სკოლებში უნდა ისწავლონ, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები