ინტენსიური დაბომბვის ღამე – ოკუპანტებმა ნიკოპოლის მიმართულებით 120 ჭურვი გაუშვეს(ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის მიმართულებით “გრადის” ტიპის სისტემიდან 120 ჭურვი გაუშვეს.

ამის შესახებ Telegram-ში დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ დაწერა.

“იყო ინტენსიური დაბომბვის ღამე… რუსეთის არმიამ ორი რაიონი – ნიკოპოლსკი და სინელნიკოვსკი დაბომბა. ნიკოპოლსკში “გრადიდან” სამჯერ გაისროლეს, ხოლო ქალა ნიკოპოლში 120 რაკეტა მოფრინდა! დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. სამ საწარმოში დაზიანდა სახელოსნოები, ადმინისტრაციული ოფისები და მანქანები. დაშავდა ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი. 46 წლის მამაკაცი მოტეხილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – დაწერა მან.

სინელნიკოვსკის რაიონში ცეცხლის სამიზნე ველიკომიხაიოვსკაიას თემი გახდა, სადაც დანგრეულია სახლები, წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

ცეცხლი გაუხსნეს. ადგილი აქვს სახლის ნგრევას. მანამდე მსხვერპლი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები