საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს “ტვიტერზე” ეხმაურება.
„დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც გმირულად დაეცა ჩვენი თავისუფლებისთვის. რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება“, – წერს დარჩიაშვილი.