შალვა პაპუაშვილი: ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო არის ქსენოფობია
“დღესდღეისობით საქართველოში იმყოფება იმის ნახევარი რუსეთის მოქალაქეების ტურისტებისა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ქსენოფობიას ახალისებს.
“ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო არის ქსენოფობია. ეს არის იცით როგორი ელემენტარული ჭეშმარიტება?! რომელიც სამწუხაროდ არ ესმით ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ან ე.წ. ენჯეოების გარკვეულ ნაწილს, რომლებმაც მხოლოდ “პაუერ ფოინთით” იციან ადამიანების უფლებებზე საუბარი და სემინარზე ყავის სმის დროს იციან ადამიანების უფლებებზე საუბარი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, დღეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისინი ან ჩუმად არიან და ამის წინააღმდეგ არაფერს არ ამბობენ, ან პირიქით თავად ახალისებენ ამ ქსენოფობიას”,- განაცხადა პაპუაშვილმა.