ექვსი ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება: დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

„14 წლის წინ, დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსეთის აგრესიამ, რომელიც ძირითადად დაუსჯელი დარჩა, 2014 წელს ყირიმის ანექსია გამოიწვია, ხოლო 2022 წელს – სრულმასშტაბიანი უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ”, – შესაბამის განცხადებას ექვსი ევროპარლამენტარი: პეტრას აუსტრევიჩიუსი, მიხაელ გალერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობით, უკანონო ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციას, ე.წ. პასპორტიზაციას, ისევე, როგორც სხვა ნაბიჯებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენ.

ამ კუთხით, ჩვენ მივესალმებით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადგენს რუსეთის ბრალს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც, ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო და გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები