უკრაინული მედია: დავით არახამიას, ლიზა იასკოს, ალექსეი გონჩარენკოსა და კიდევ 200-ზე მეტ დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 200-ზე მეტი დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “უნიან”  წერს.

მანამდე უკრაინულ Telegram-არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ. მედია წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია იმით, რომ დეპუტატები ომის დროს უცხო ქვეყნებში მოგზაურობენ.

მოგვიანებით Telegram-ზე გამოქვეყნდა იმ დეპუტატთა სია, რომელთა დიპლომატიური პასპორტებიც გაუქმდა. მათ შორის არიან დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსეი გონჩარენკო და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები