ბაჩო ოდიშარია – ირაკლი ოქრუაშვილზე: ჩმორობის სიმბოლო, რომ ამ რიტორიკით საუბრობს ეგ იქით იყოს, ეს არის რუსული საქმე, თან სხვისი ხელით უნდა სისხლის დაღვრა

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის facebook-სტატუს ეხმიანება და წერს, რომ ოქრუაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს სხვისი ხელით და სისხლის დაღვრა უნდა.

„ჩმორობის სიმბოლო, რომ ჯერ ამ რიტორიკით საუბრობს ეგ იქით იყოს, მაგრამ აი, ეს არის რუსული საქმე, თან სხვისი ხელით, რომ უნდა სისხლის დაღვრა. სერიოზული ხალხი გვევლინება ხელოვნურად მართვადი ფაშიზმის არქიტექტორებად“, – წერს ოდიშარია facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები