“ორი- სამი დღეც ცოტატი შეგვაწუხებს ღრუბლიანობა და ზოგან მცირედად გაწვიმდება, მაგრამ კვირის მეორე ნახევრიდან ბუნება ზაფხულის ნამდვილ სახეს დაგვანახებს” – მეტეოროლოგი
“ორი- სამი დღეც ცოტატი შეგვაწუხებს ღრუბლიანობა და ზოგან მცირედად გაწვიმდება, მაგრამ კვირის მეორე ნახევრიდან ბუნება ზაფხულის ნამდვილ სახეს დაგვანახებს, მზიანი და ცხელი დღეები დაიწყება, ისეთი, რომელიც ამ სეზონს ყველაზე მეტად უხდება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
“თითქოს ღრუბლები მხოლოდ მცირე ხნით შემოგვივლიან სტუმრად, შემდეგ კი მზის ოქროსფერი სხივები კვლავ დაიკავებენ ცის სცენას და ზაფხული თავისი სითბოთი და ენერგიით დაგვიბრუნდება”, – წერს მეტეოროლოგი.