დავით ქართველიშვილი: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. მსგავსი ნდობის დემონსტრირება საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ მედიაში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ესაა სიგნალი იმისა, რომ საქართველო რჩება საიმედო და პერსპექტიულ პარტნიორად. ქართველიშვილი წერს, რომ ბანკის პრეზიდენტი საუბრობს არა ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, არამედ გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ბანკი მრავალი წელია მონაწილეობს საქართველოს საგზაო, ენერგეტიკული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას:
„სწორედ ასეთი პროექტები ქმნის ეკონომიკური ზრდის მყარ საფუძველს, ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და აძლიერებს საქართველოს ფუნქციას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს” – წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის სიტყვებით, ბანკი თავისი გადაწყვეტილებით სიგნალს უგზავნის საერთაშორისო ინვესტორებსაც. ქართველიშვილის სიტყვებით, ეს ნიშნავს რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა იღებს პოზიტიურ შეფასებებს.
„ეს ინფორმაცია დიაბეტიკოსებმა არ წაიკითხოთ, იმდენად ტკბილი და მურაბაა, შაქარს მომენტალურად აგიწევთ. შაქრის დასაწევად გაეცანით ინფორმაციებს მკვლელობებზე, არაბულ სოფლებზე, გაუპატიურებებზე, ეს სტატუსი არ შეიმჩნიოთ. უბრალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ განაცხადა, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და მონაწილეობას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო კვლავ რჩება საიმედო, პროგნოზირებად და პერსპექტიულ პარტნიორად. მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ რეგიონში ეკონომიკური გაურკვევლობა და გეოპოლიტიკური რისკები იზრდება, მსგავსი ნდობის დემონსტრირება საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საუბარია არა ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, არამედ გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ADB მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობს საქართველოს საგზაო, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სწორედ ასეთი პროექტები ქმნის ეკონომიკური ზრდის მყარ საფუძველს, ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და აძლიერებს საქართველოს ფუნქციას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სიგნალი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ინვესტორებს უგზავნის. როდესაც ისეთი მასშტაბის ინსტიტუტი, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, საჯაროდ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები დადებით შეფასებას იღებს საერთაშორისო დონეზე. შედეგად, საქართველო კიდევ უფრო ამყარებს პოზიციებს როგორც რეგიონული მნიშვნელობის ეკონომიკური, ლოჯისტიკური და საინვესტიციო ცენტრი, რაც მომავალ წლებში დამატებითი სამუშაო ადგილების, ახალი პროექტებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყარო გახდება” – წერს დავით ქართველიშვილი.