ირაკლი ოქრუაშვილი: ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ

„რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ამისთვის პატარა ბიძგია საჭირო.

„ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი.

სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა“, – წერს ოქრუაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები