გური სულთანიშვილი: ეს ტალღა რაც გორდება, არის ჩვეულებრივი ქსენოფობია, ფაშიზმის ელემენტებით გაჯერებული – ოქრუაშვილი ტოპ ბინძურ ტიპებში მესამე ადგილოსანია

„ეს ტალღა რაც გორდება, არის ჩვეულებრივი ქსენოფობია“, – ასე ეხმიანება ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-სტატუს.

როგორც სულთანიშვილი წერს, კამპანია ფაშიზმის ელემენტებით არის გაჯერებული.

„ეს ტალღა რაც გორდება, არის ჩვეულებრივი ქსენოფობია და ისტერია ფაშიზმის ელემენტებით გაჯერებული.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, ტოპ ბინძურ ტიპებში მესამე, მეოთხე ადგილოსანია სადღაც.. პირველზე იმიტომ ვერაა რომ სიბინძურის ტვინი არ ყოფნის, თორემ კადრებით იცოცხლე“, – წერს სულთანიშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები