დავით ქართველიშვილი – ოქრუაშვილის განცხადებაზე: თუ ქმედება, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ისჯება სამიდან ექვს წლამდე

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-სტატუსს ეხმიანება.

მისი თქმით, თუ ქმედება წარმოშობს დანაშაულის ჩადენის საფრთხეს – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

„სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლი ნიშნავს, საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას ან სხვაგვარს მიწოდებას ამავე კოდექსის 323-ე 330-ე, 3302-ე და 3311-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები