დავით ქართველიშვილი – ირაკლი ოქრუაშვილზე: კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი „პოლიტპატიმრის“ მოწოდებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისაკენ ბიძგით

მისი ეს „ფბ-პოსტი“ არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს? – ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-სტატუსის შესახებ წერს.

„ირაკლი ოქრუაშვილი: „ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი.

სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა …“

არ დავუწყებ, თავმოყვარეობის გამო. ფაქტობრივად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზეც დილიდან ვმსჯელობთ – ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. რამე დამატებით მტკიცებულებებს ველოდებით? კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი „პოლიტპატიმრის“ მოწოდებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისაკენ ბიძგით, მზა სცენარის გახმაურებისათვის. თუ მისი ეს „ფბ-პოსტი“ არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები